არჩევნები 2018

თალაკვაძე: ახალქალაქში ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს ძალადობის ესკალაცია

ipn

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალქალაქში ძალადობის ესკალაცია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს.

"ემიჯნებით ძალადობას და ეს ის მეთოდი არაა, რომლითაც ჩვენ არჩევნებში რაიმე შედეგს ვიღებთ. გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია. ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა დაიწყეს, როცა დემონსტრაციულად ჩამოხიეს პლაკატები და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, გამოიძიონ ეს ფაქტი დამაჯერებლად და ადეკვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს მათ შორის ამ გარემოებაზე, იმიტომ რომ ეს იყო ძალადობის ესკალაცია და წინაპირობა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს თავს გუშინ დაესხნენ. რუსთავი 2-ის ცნობით, მათ ხელკეტებით სცემეს. 

საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს". 

კომენტარები