თბილისის ქუჩები, რომლებსაც 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 31 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, ფხოვის, ხიდის, ხაზინის და 9 აპრილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსმონავტების სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), დიღმის მასივის VI კვარტლის და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ანგია ბოჭორიშვილის, ომარ ხიზანიშვილის, გამარჯვების, ილია ვეკუას, ფეიქართა, შეშელიძის და წყალსადენის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორიონის II კვარტლის, დოესის და ზურაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები