არჩევნები 2018

შსს-მ ახალქალაქში, ვაშაძის შტაბში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

რუსთავი 2

შსს-მ ახალქალაქში ვაშაძის შტაბში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით,

"გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე, პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს". 

ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაზე ინფორმაცია "ძალა ერთობაშიამ" ცოტა ხნის წინ გაავრცელა. თბილისის შტაბის ხელძღვანელის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაზარალებულები ხელკეტებით არიან ნაცემები. 

ვაშაძე ამბობს, რომ შტაბის წევრებს სცემეს, რადგან მათ დღეს 6 საათამდე კომისიაში საჩივრების შეტანა ვერ მოესწროთ, ვინაიდან საჩივრების განხილვის შემდეგ ქართული ოცნების ხმები დაიწევს და მმართველ გუნდს სწორედ ამის ეშინია. 

კომენტარები