არჩევნები 2018

ჟორჟოლიანი: ხალხი ელოდა ცვლილებებს, იმედი გაუცრუვდა და არჩევნებით უკმაყოფილება გამოხატა

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

მე მგონია რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არ არის კმაყოფილი იმ პოლიტიკით და იმ ვითარებით, რომელიც ქვეყანაშია- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ჟორჟოლიანი "ტაბულასთან" საუბარში ამბობს. 

მისი თქმით, მეორე ტურში ზურაბიშვილის გამარჯვება არის უარის თქმა "ნაციონალური მოძრაობისთვის".

"ხალხი ელოდებოდა რაღაც ცვლილებებს და ელოდება და სიმართლე ვთქვათ, ერთგვარად იმედი გაუცრუვდა და არჩევნებით ეს უკმაყოფილება გამოხატა. მათ შორის 40 %-ზე მეტმა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე. და შესაძლოა, მათ ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" მისცეს ხმა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. მაგრამ ახლა კარგად უნდა დაფიქრდნენ და მე იმედი მაქვს რომ დაფიქრდება. იმიტომ რომ ეს არ არის "ოცნების" არჩევნები. მეორე ტური არის ლეგიტიმაციის მიცემა "ნაციონალური მოძრაობისათვის" და ეს ამ ხალხს არ უნდა. ამ ხალხმა უნდა გაიგოს რომ მეორე ტური არის უარის თქმა "ნაციონალური მოძრაობისთვის" და მე მგონია რომ ხალხი ამას გაიგებს",- ამბობ ჟორჟოლიანი.

დეპუტატმა საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  

"რაც შეეხება "ოცნების" პოლიტიკის ცვლილებას, ეს არ არი დაკავშირებული საპრეზიდენტო არჩევნებთან. ეს არის დაკავშირებული გრძელვადიან მუშაობასთან და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ ამაზე უნდა იმუშაოს. მათ შორის კრიტიკული პოზიციით და შეიძლება რადიკალურადაც კრიტიკული პოზიციით. მაგრამ არა ისე, რომ რაღაცა ლეგიტიმაცია მისცეს "ნაციონალურ მოძრაობას". ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, კარგად გააცნობიერონ. არ მოგწონთ ოცნების პოლიტიკა?- კიბატონო. მაგრამ ხომ არ მოგწონთ "ნაციონალური მოძრაობა"? ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ ხმა, იმიტომ რომ უარი უთხრათ "ნაციონალური მოძრაობას" და შემდეგ გააკეთოთ ყველაფერი რომ "ოცნების" პოლიტიკა შეიცვალოს", - ამბობს გია ჟორჟოლიანი.  

კომენტარები