ბავშვთა პორნოგრაფია

Manowar-ის გიტარისტი ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეობის შენახვისთვის დააკავეს

ამერიკული მეტალ ბენდის Manowar-ის გიტარისტი კარლ ლოგანი დააკავეს. მას ბავშვთა პორნოგრაფიული ვიდეობის ენახვა ედება ბრალად. 

53 წლის მუსიკოსი 9 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინაში დააკავეს. სასამართლომ ლოგანი 35 000 დოლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლა. 

გიტარისტის დაკავებას ჯგუფი Twitter-ზე გამოეხმაურა. 

"იქიდან გამომდინარე, რომ კარლი და მისი ადვოკატები საქმის მოგვარებას ცდილობენ. ის ჩვენთან ერთად ვერ დაუკრავს. მაგრამ,ლოგანის არყოფნა ჯგუფს არ დაეტყობა. ტურნე გაგრძელდება და ალბომიც გამოვა",- წერია სოციალურ ქსელში. 

კარლ ლოგანი Manowar-ში 1994 წლიდან უკრავს. მან გიტარისტი დევიდ შენკლი შეცვალა. 

კომენტარები