არჩევნები 2018

პრეზიდენტობის 10 კანდიდატი, რომელმაც ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო

ghn.ge

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველა უბნის შედეგები უკვე გამოაქვეყნა. დათვლილია ხმების 100% და დადგენილია, რომ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური. მასში მონაწილეობას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ძალა ერთობაშიას კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ. ცესკოს მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბრის არჩევნებში 38.64% (615 433 ხმა) მიიღო, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37.74% (600 970 ხმა).

არჩევნებში მონაწილე 25 კანდიდატიდან 18-მა ხმების 1%-იც ვერ დააგროვა. თუმცა, ამ 18-მა ადამიანმა ჯამურად - 48 611 ამომრჩევლის მხარდაჭერა მიიღო. გთავაზობთ პრეზიდენტობის ათ მსურველს, რომლის პროცენტული მაჩვენებელიც ყველაზე დაბალია.

  1. გელა ხუციშვილი (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა) - 1619 ხმა (0.1 %);
  2. კახაბერ ჭიჭინაძე (დამოუკიდებელი) - 1417 (0.09 %);
  3. მიხეილ ანთაძე (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის) 1074 ხმა (0.07 %)
  4. გიორგი ლილუაშვილი (საქართველო) - 892 ხმა (0.06 %);
  5. ზვიად მეხატიშვილი (საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია) - 711 ხმა (0.04%);
  6. ოთარ მეუნარგია (მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს) - 664 ხმა (0.04 %);
  7. ვლადიმერ ნონიკაშვილი (დამოუკიდებელი) - 633 ხმა (0.04 %);
  8. ირაკლი გორგაძე (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის) - 531 ხმა (0.03 %);
  9. ზვიადი ბაღდავაძე (სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო) - 477 ხმა  (0.03 %);
  10. ზვიად იაშვილი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ) - 444 ხმა (0.03%);

კომენტარები