ელ კლასიკო

"ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში კატალონიის “ბარსელონამ“ მადრიდის “რეალი“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. “ელ კლასიკოში“ ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “სამეფო კლუბი“ 5:1 გაანადგურა.

მადრიდელების რბევა ფილიპე კოუტინიომ მე-11 წუთზე დაიწყო, რასაც ლუის სუარესის პენალტიც მოჰყვა. მეორე ტაიმის დებიუტში, მარსელომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ამის შემდეგ, “რეალს“ ანგარიშის გასათანაბრებლად კარგი შანსები ჰქონდა, მაგრამ ლუკა მოდრიჩმა ბურთი ძელს გაარტყა, ქარიმ ბენზემამ კი, თავური დარტყმით ოდნავ ააცილა.

75-ე და 83-ე წუთებზე, სუარესმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. წერტილი არტურო ვიდალმა ზუსტი თავურით დასვა - 5:1.

კომენტარები