ელ კლასიკო

ლუის ენრიკე: მესი ელ კლასიკოზე თამაშისთვის მზად არის

ლიონელ მესი
facebook.com/uefachampionsleague/

ბარსელონა vs. მადრიდის რეალი მატჩამდე ერთი დღით ადრე ბარსელონას მწრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ ლიონელ მესი ელ კლასიკოზე თამაშისთვის მზად არის. მიუხედავად ამისა, მას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გამოვა თუ არა მესი მოედანზე.

"იმის მიუხედავად, ითამაშებს თუ არა მესი, საუკეთესო ამბავი ისაა, რომ მესი გამოჯანმრთელდა" - აღნიშნა მწვრთნელმა მატჩის წინა კონფერენციაზე. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას მესისთან ერთად თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე მიიღებს.

ამ ინფორმაციას მესის ფანები რამდენიმე კვირაა ელოდებიან.

ზუსტად 8 კვირის წინ მესიმ მარცხენა მუხლი დაიზიანა და ამ დრომდე უცნობი იყო, შეძლებდა თუ არა ფეხბურთელი ამ უმნიშნველოვანეს მატჩზე თამაშს.

კომენტარები