არჩევნები 2018

სააკაშვილი: მადლობა ბაქრაძეს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ბაქრაძეს და ევროპულ საქართველოს, ძალიან ვაჟკაცური საქციელისთვის, ყოჩაღ მართლა ბაქრაძეს. ბაქრაძის გამოცხადება ეგრევე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ჯერ ერთი თავისი ეგზიტპოლი ჰქონდათ, რომ გამარჯვებული არის პირველი ტურის ვაშაძე და ისინი მხარს უჭერენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც ვარდების რევოლუციის დროს. ეს ნიშნავს, რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების მეორე ტურში. მე დარწმუნებული ვარ იგივე ნაბიჯს გადადგამს ბატონი შალვა ნათელაშვილი.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები