8 წლის გოგოს მკვლელობა

გახარია გორში მკვლელობაზე: შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ ხალხმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი

გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას, რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში 8 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა. 8 წლის გოგო გორში 25 ოქტომბერს, დღისით, გაუჩინარდა. მისი ცხედარი იმავე ღამეს მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

კომენტარები