არჩევნები 2018

ბაქრაძე: უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა ერთ-ერთი პირობაა, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება

ტაბულა

ევროპული საქართელოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე არჩევნებზე აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. როგორ შეხვედრის შემდეგ ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, ბევრი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლა იმის პირობაა, რომ ხელისფულება არჩევნებს ვერ გააყალბებს. ბაქრაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ არჩვენების მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

„ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელია ჩამოსული, რაც ძალიან კარგია და ეს არის ერთ-ერთი პირობა, ბევრს სხვა პირობასთან ერთად, რომ არჩევნები არ და ვერ გაყალბდება ხელისუფლების მხრიდან. მთავარია, მოვიდეს ამომრჩეველი და გამოხატოს საკუთარი ნება.

დამკვირვებლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს არჩევნები, რა არის ჩვენი პარტიისა და ჩემი, როგორც კანდიდატის პროგრამა, ჩვენი მიდგომა ამ არჩევნების მიმართ და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოსთვის. ნორმალური, კარგი, სუფთა არჩევნები ქვეყანას წაიყვანს წინ.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ხვალინდელ დღეს და დარწმუნებული ვარ, ხვალ გვექნება არჩევნები, სადაც ჩვენი მოსახლეობა გამოხატავს საკუთარ ნებას, ამ ყველაფრის შედეგად საქართველო წავა წინ და გვექნება საიმედო ხვალინდელი დღე“, – თქვა დავით ბაქრაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები