შსს

მრგვალ ბაღთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

metro.us

თბილისში, მრგვალ ბაღთან, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მამაკაცი ბაღთან, ავტოსადგომზე მუშაობდა. როგორც ცნობილია, გარდაცვალებამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები