გორში მოკლული ბავშვი

შსს: 8 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე მეტ დეტალს შეგნებულად არ ვასაჯაროებთ

შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, გორში 8 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

"შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო  საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან მიმდინარეობს" - ამბობს მეზვრიშვილი.

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა პირველ რიგში გაითვალისწინონ ოჯახის ინტერესები - "მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ამ საქმეზე იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე გავასაჯაროეთ არ ვასაჯაროებთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო რეალურად ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და  იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ, და იმ ადამიანებს ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს", - თქვა მეზვრიშვილმა.

8 წლის გოგო გორში 25 ოქტომბერს, დღისით, გაუჩინარდა. მისი ცხედარი იმავე ღამეს მდინარე ლიახვის პირას იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

კომენტარები