ხორავას ქუჩის საქმე

ზაზა სარალიძე შსს-ში ცუდად გახდა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

დაკავების შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე შსს-ში შეუძლოდ გახდა. ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. სარალიძემ თქვა, რომ იყო "ისევ და ისევ პოლიციელების მხრიდან ზეწოლა". ამის შემდეგ, ის სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს, სადაც გამოკვლევები უტარდება.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე დღეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, “რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ.”

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები