ისანი-სამგორის რაიონის ნაწილს 26 ოქტომბრის 12:00-დან 27 ოქტომბრის 08:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, მიზეზი მაგისტრალური ქსელის გაახლებაა.
"ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, 26 ოქტომბრის 12:00 საათიდან 27 ოქტომბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისანი-სამგორის რაიონში: კახეთის გზატკეცილის და მოსკოვის გამზირის ნაწილს, ქინძმარაულის, ბერი გაბრიელის და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს" - აცხადებს GWP.