2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე ზურაბიშვილზე: როგორ შეიძლება იყო პრეზიდენტი, თუ გამარჯობასაც არ ამბობ

აუცილებლად ვიქნები ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ზეპარტიული პრეზიდენტი. ოღონდ ზეპარტიული პრეზიდენტი არა ისე, როგორც საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი. ამბობს, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და აქ, ამ სტუდიაში შემოსვლისას გამარჯობა არ გვითხრა კონკურენტებს. როგორ შეიძლება ადამიანი იყოს პრეზიდენტი, თუ ის გამარჯობას არ გეუბნება. მე დაგისვით სრულიად კორექტული კითხვა თქვენს ბუკლეტთან დაკავშირებით, ქალბატონო სალომე, თქვენ მე მიპასუხეთ, რომ მე თურმე კითხვა არ ვიცი. ნამდვილად ვიცი ქართულად კითხვა და არ ვიკადრებ, რომ იგივე სტილში შემოგიბრუნოთ ქართულთან დაკავშირებით. ეს დებატი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ვერ იქნება პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებს ქვეყანას.

ბაქრაძემ ზურაბიშვილს დებატებისას მიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.

კომენტარები