ქართველი მსმენელის საყვარელი ბელგიური დუეტი საქართველოშია. ქართული ტურის
ფარგლებში R.O x KONOBA Hard Rock Café-ში მსმელებსა და მედიის წარმომადგენლებს
შეხვდა. არტისტებმა თბილისისა და ქუთაისის ლაივ შოუები დააანონსეს და დაგეგმილი
პროქტების შესახებ ისაუბრეს.
“საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაა, რომელშიც 10 თვის განმავლობაში
ვიმოგზაურებთ. თითოეული მოგზაურობისას შეიქმნება ერთი კომპოზიცია. ჩვენ გვინდა
შევაგროვოთ ხმები საქართველოში და სწორედ ამ მოტივებზე შევქმნათ ახალი თრექი.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ეს უკვე მესამე ვიზიტია თბილისში. ძალიან გვიხარია, რომ
აქ ხალხს ვუყვარვართ და უსმენს ჩვენს მუსიკას. თუმცა ვფიქრობთ შემდეგი ვიზიტი ორ
წელიწადზე ადრე არ გვექნება.” - Konoba
“ჩვენი ბოლო ლაივ შოუ თბილისში ნამდვილად დაუწყარი იყო. “On your knees” - ის
შესრულებისას მივიღეთ ემოცია, რომელიც არცერთ სხვა ქვეყანაში არ განგვიცდია. დიდი
მადლობა ქართველ მსმენელს ამისთვის. ამ ვიზიტზე ლაივ შოუზე მოსულ საზოგადოებას
ვპირდებით გაუმჯობესებულ წარმოდგენას. მომზადებული გვაქვს ჩვეულებრივზე
უფრო ხანგრძლივი პროგრამა, ამიტომ მოემზადეთ ცეკვისთვის.” - R.O.
R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა,
რომელიც მანქანებისა და ინსტრუმენტების, სიზმრებისა და რეალობის , მელანქოლიური
ვოკალისა და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს. ისინი პირველად თბილისს 2017 წლის 25 ნოემბერს ეწვივნენ და ქართველს მსმენელს დაუვიწყარი წარმოდგენა შესთავაზეს Spacehall-ში. მას შემდეგ ბელგიეურმა დუეტმა კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი შეიძინა ჩვენს საზოგადოებაში და 2018 წლის ზაფხულში კვლავ დაბრუნდა განახლებული პროგრამით Tbilisi Open Air-ის სცენაზე. სწორედ ამ პერიოდში გადაიღეს ვიდეო რგოლი, რომელიც რამდენიმე დღის გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.
დუეტი ერთი თვის განმავლობაში იმოგზაურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში,
ჩაიწერს ქართულ ხმებს და შექმნის კომპოზიციას ქართულ მოტივებზე. Project 10-ს
ფარგლებში ბენდი სულ 10 ქვეყანას ეწვევა. ტურის დასკვნითი კონცერტი 27 ოქტომბერს თბილისში, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გაიმართება. ბელგიელ არტისტებთან ერთად მსმენელის წინაშე ქართული ბენდები - LOUDspeakers და Killages წარსდგებიან. საღამოს კი ელექტრონული მუსიკით Daniell და Endorphins გააგრძელებენ.
[რეკლამა]





