ივანიშვილის ინტერვიუ

ვაშაძე ივანიშვილის ინტერვიუზე: ვიხილეთ უნიჭო რეჟისორის დადგმული უნიჭო სპექტაკლი

გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული. სადაც ქურდული ოცნების მამამთავარმა სცადა თავისმართლება, იმ პრეტენზიების და იმ პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. ისე გამოვიდა, რომ სჯობდა საერთოდ არ გაეკეთებინა ეს პრესკონფერენცია, იმიტომ, რომ აღშფოთებულმა ქართულმა საზოგადოებამ ამ ინტერვიუდან გაიგო შემდეგი:

პირველი, რომ ივანიშვილის სრულიად უჭერს მხარს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ომი 2008 წელს რუსეთთან დაიწყო საქართველომ და მან დაბომბა თავისი მძინარე მოსახლეობა.

მეორე, აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო მჭიდრო და ურყევი კავშირი აკავშირებს კრიმინალ ფარცხალაძესთან, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ინტერვიუს დიდი ნაწილი მან მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას და შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერშია დამნაშავე და არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ის რომ ფარცხალაძე "ქართული ოცნების" უფრთო ანგელოზია. თუმცა, აღმოჩნადა, რომ მშვენივრად იცოდა ყიფიანის სარდაფში ჩაყვანაზე და სადამსჯელო მოქმედებებზე და იმაზე თუ როგორ მოქმედებს ფარცხალაძის კრიმინალური ბანდა.

მესამე, მან პირდაპირ განაცხადა, რომ მარიხუანა არა მარტო მისი ინიციატივა არის, არამედ მისი ბიზნესინტერესია და მას ძალიან მოსწონს პერსპექტივა, სადღაც 500 პროცენტი მოგების მიღების. შემიძლია დავამშვიდო, მას არმოუწევს ამის გაკეთება, რადგან საქართველოში არავინ არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევას და ხელისუფლების ნარკობარიგად გადაქცევას.

მან ასევე შეგვატყობინა რომ დათუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება შესანიშნავად სამართლიანად მიმდინარეობს და ყველა უნდა დაველოდოთ, ისე როგორც დღემდე ველოდებით მაგალითად ფარცხალაძის მიერ თოდრიას ცემის ფაქტის, რაფალიანცის და სხვა საქმეების გამოძიებას.

შოკისმომგვრელი იყო როგორ იცავდა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ვისი უძრავი ქონებაც გვაჩვენა "რუსთავი 2"-მა. საიდანაც ჩვენ დავინახეთ რა ფანტასტიური ბიზნესნიჭი აღმოაჩნდა ამ ხალხს და როგორ გაიფურჩქანა ეს ბიზნეს ნიჭი მას შემდეგ რაც კაბინეტებში შევიდნენ. მის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა იმ უტიფარი და თავხედი დაპირების გამო, რომელშიც ამ ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს დააკარგვინა ექვსი წელიწადი დაგვასვა თავზე კრიმინალური შეირაღებული ბანდები რომლებმაც გაძარცვეს ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ლარის დევალვაციის გამო შეამცირეს თითქმის 1.3 ეს პიროვნება კიდევ ბედავდა გუშინ და გვეუბნებოდა, რომ თუ თქვენ გათიშავთ თავისუფალ მედიას "რუსთავი 2"-ს აღმოაჩენთ, რომ თქვენ ცხოვრობთ გასაოცარი დემოკრატიას და აყვავებული ეკონომიკის პირობებშიო.

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბიძნა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ.

კომენტარები