პრეზიდენტობის კანდიდატი

ვაშაძე: არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს "ქართულმა ოცნებამ"

ჩვენ 28 ოქტომბერს არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს "ქართულმა ოცნებამ". მთავრია, რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიცვათ არა გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის იმიტომ, რომ 28 ოქტომბერი არის რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ერთად გავიმარჯვებთ, ერთად მოვუგებთ და ერთად საქართველოში სამუდამოდ დამკვიდრდება ერთიანი, ეროვნული, დემოკრატიული მთავრობა და დემოკრატიული მმართველობა, რომელის შემადგენელი ნაწილიც იქნება ოპოზიცია და სადაც აღარასოდეს აღარ იქნება პოლიტიკური პოლიცია 

"ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მარტვილში ამომრჩეველს შეხვდა.

კომენტარები