გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა "არჩევანი," შესაბამისად იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. ჩვენ თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე.
ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ არის მიწვეული. ახლა მე დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, "კავკასია" და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი "ჰარდ თოქი" - ეს არის "კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის