არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ნიკო ნიკოლაძის მნიშვნელოვანი გზავნილები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე

დღეს ვამთავრებ რეგიონებში შეხვედრებს, რომელმაც მიმიყვანა დაახლოებით 63 ქალაქში. ამ შეხვედრებამდე იყო 15 ცენტრი, სადაც ჩვენ ხელმოწერებს ვაგროვებდით. კიდევ იქნება 10 რაიონი თბილისში, სადაც ხვალ და ზეგ შევხვდები მოსახლეობას.

თითქმის 10 000 კილომეტრის და ამდენი შეხვედრის ფარგლებში ვეცადე გამეზიარებინა მოსახლეობისთვის თუ რა არის ჩემი ხედვა და რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად. ასევე, იმედი მაქვს, რომ ჩემი ხედვები გავრცელდება საზოგადოებაში ძალიან ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად.

ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა ნიკო ნიკოლაძეს, მას ჰქონდა საქართველოსთვის უაღრესად სწორი პროგრამა ყველა კუთხით, რომელიც ეხება ევროპას, თანამედროვეობას, მშვიდობას, განათლებას და ეს ყველაფერი მე გადმოვიტანე ჩემს პროგრამაში

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ფოთში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

კომენტარები