აშშ-საქართველო

აშშ-მ საქართველოს აილენდის კლასის 2 სადარაჯო ხომალდი გადმოსცა

ტვ იმედი

აშშ-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. გემების სახელწოდებაა “ოჩამჩირე და “დიოსკურია”. 

ხომალდების გადმოცემის ცერემონია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსშესანიშნავ თარიღს და ვზეიმობთ 2 ღონისძიებას. დღეს სრულდება 20 წელი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შექმნიდან და დღეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ, აშშ-ს მიერ გადმოეცემა საქართველოს „აილენდის“ კლასის 2 ხომალდი. მე მინდა, პირველ რიგში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას მივულოცო. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათი ღვაწლისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და განსაკუთრებით სანაპირო დაცვის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე იქნება რთული საზღვაო უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მინდა ხაზგასმით ვთქვა შემდეგი - ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვულოცავთ ამ დღეს ხომალდების, „ოჩამჩირეს“ და „დიოსკურიას“ პირად შემადგენლობას. ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ რომ დღეიდან თქვენ შეიტანოთ ღირსეული წვლილი საქართველოს და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში და ამ ქვეყნის თავისუფლების და ერთიანობის განმტკიცებაში", - თქვა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები