მელანია ტრამპის ქუთუკის გარშემო ატეხილი ხმაური არ ცხრება.
„მე არ მადარდებს, შენ?“ - აშშ-ს პირველი ლედის ZARA-ს ქურთუკზე დატანილი ეს წარწერა ტანსაცმლის სხვა მწარმოებლებისთვის შთაგონების წყარო გახდა და მათ საპირისპირო გზავნილის მატარებელი მაისურებისა და ქურთუკების გამოშვება დაიწყეს.
ერთერთი ასეთი კომპანიაა ახალ ორლეანში ბაზირებული Pop City, რომელიც $25-ად ყიდის მსგავსი დიზანისი მაისურებს წარწერით „მე მადარდებს, შენ“?
კიდევ ერთი კომპანია Wildfang-მა კი $40-ად ღირებული მაისურები და $98-ად ღირებული ქურთუკები გამოუშვა, წარწერით „მე მართლაც მადარდებს, შენ - არა?“
ტანსაცმლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება და ძირითადად მიგრანტებს მოხმარდება.

ფოტო: Elle
ქურთუკი, რომელსაც საყოველთაო კრიტიკა მოყვა, მელანია ტრამპს ტეხასში წასვლისას ეცვა. პირველ ლედის ის ცენტრი უნდა მოენახულებინა, სადაც ოჯახებთან დაშორებული არალეგალი მიგრანტი ბავშვები იმყოფებიან.





