ფარული აუდიოჩანაწერები

"მიშას დაბრედვა" და კომპრომატები - რ2-ის ახალი აუდიოჩანაწერები სუბელიანის მონაწილეობით

რუსთავი 2

რუსთავი 2 კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ციხეში გაკეთებულ ამ ჩანაწერშიც მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელი, დავით ცუხიშვილი მონაწილეობენ. 

რუსთავი 2-მა ეთერში ჩანაწერის რამდენიმე ფრაგმენტი გაუშვა.
 

პირველი ფრაგმენტი:

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში სუბელიანი ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომელთაც ქართულ ოცნებაზე მაკომპრომიტირებელი მასალები აქვთ. ის ახსენებს სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრს კახი კახიშვილსაც. ჩანაწერის მიხედვით, დაკავებამდე სუბელიანი მასთან მივიდა, 2013 წელს „რასაც აკეთებდა“ შეახსენა და სავარაუდოდ გარკვეული პირობები წაუყენა.

მირზა სუბელიანი: „ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ძმაო, ესენი არიან ნაცებთან. ეს თემა თუ არ იყოს, შემაფურთხე თვალებში, რასაც ესენი აკეთებენ. ამას ესენი აკეთებენ ხელოვნურად, რომ მე ავფეთქდე, გავგიჟდე, კამერა ჩამოვიღო, ერთი-ორი კონტროლიორი ზემოდან დავაწვინო და მერე თქვან, აი, ხომ ხედავთ რა, მირზამ ვერ გაქაჩაო, ნერვებმა უმტყუნაო. აბა, რისთვის ხდება ეს. თორემ დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიციმეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი და ერთხელ რომ გავიდა ზეტ-ში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ...ში აქვთ მეთქი. რავი, მე მგონი დრო ხომ არ არის, რაღაც რომ .. მოვახდინო, იმიტომ რომ იქ „ომეგას“ აქვს ფარული ჩანაწერები, აქ პეტრეს მიაქ ფარული ჩანაწერები, აქ თურმე შაყულაშვილი გამოვიდა და მე გამომიყვანა, თურმე ჩემი შვილი მოკლესო, ჩათვალეო".

 

მეორე ფრაგმენტი:

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერის ამ ნაწილში სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი, რომელზეც მაკომპრომიტირებელი მიმოწერებია, გერმანიაში გაგზავნა:

მირზა სუბელიანი: შენ მე შტერი გგონივარ? რომამ, ჩემი და გიოს ძმაკაცი ხომაა. ერთად გავიზარდეთ, ვასკას, რაც მოუვიდა ... დაკავების წინა დღეს წაიღო ტელეფონი და გერმანიაშია. ბო...ლი ვიყო, ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩავატარებ და ... მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. კარგი რა, ეგ შემეშლებოდა ახლა მე.

ვიქტორ ჯაფარიძე: შენი და შაყულაშვილი?

მირზა სუბელიანი: აბა, რა!

ვიქტორ ჯაფარიძე: ჩანაწერები?

მირზა სუბელიანი: ყველაფერი ძმაო, იმ დღის მომენტიდან. თხოვნები - აქეთ ამაში დამეხმარე, იმაში დამეხმარე...

ვიქტორ ჯაფარიძე: მიშათი?

მირზა სუბელიანი: აბა რა. მიშა რო

ვიქტორ ჯაფარიძე: მაგის დედა...

მირზა სუბელიანი: მიშა რომ ლაპარაკობს და ტ..კს ათამაშებს. პირდაპირ მიმოწერებია. მაგაზე ვარ გაგიჟებული. თუ კაცი იმას არ ნახავს.

ვიქტორ ჯაფარიძე: შოთაძე რომ ამბობდა, სუბელიანის საქმე გაიხსნებაო..

მირზა სუბელიანი: ბიჭო, ძმაო, არაფერი, ერთი წამი, მაცალე...

 

მესამე ფრაგმენტი

ჩანაწერის ამ ნაწილის მიხედვით, მირზა სუბელიანი ისევ აღნიშნავს, რომ „არავიზე ნაკლები კომპრომატები არ აქვს“. სუბელიანი ამბობს, რომ მიშას (სავარაუდოდ, სააკაშვილს) „დაბრიდავს“ და ამისთვის სამ თვიანი მომზადება საკმარისი იქნებოდა:

მირზა სუბელიანი: ეჰ, ეგრე არ არი. ამათ უნდათ, რომ ფიქრობენ, რომ მე ციხეში გავტყდები და იმ თემაზე წავალ, რასაც ეგენი მეუბნებიან. რატო არ წავიდე ... ავიღებდი ორ მილიონს, ჩავიდებდი ჯიბეში და წავიდოდი პარიზში და დავალეწავდი თავ-ყბას ყველას და ღირსებიც იქნებოდნენ დღევანდელი გადმოსახედიდან. მაგრამ დღეს ამას ვერ ვიზამ, კაცური სიტყვა მაქვს ნათქვამი და ხელი მაქვს ჩამორთმეული და ჩემი სიტყვა არ დარღვეულა არასდროს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და დღეს ამას არ ვიზამ, მაგრამ. მაგრამ რომ გამოვალ გარეთ, დავუჯდები, ძმაო, დაველაპარაკები და ვეტყვი, ძმაო, ამ ყველაფრის მერე ვინ ვარ, კიდევ „იზვოი“ ვარ? დამიფიქსირეთ! მტერი ვარ კიდევ თქვენი? რო ვიცოდე რა?... მერე პასუხისმგებელი ვიქნები ჩამს ქმედებებზე. ჩემი გადასაწყვეტია. არავისზე ნაკლები ორატორი არ ვარ, არავისზე ნაკლები ჭკუა არ მაქვს. არავისზე ნაკლები კომპრომატები არ მაქვს. ამას, რასაც მე მაბრალებდნენ მთელი ცხოვრება. ოთხი წლის განმავლობაში და კადრებში მაყურყუტებდნენ, მირზა არ გავწიოთ, ბევრი კომპრომატი აქვსო, ერთი კაცი მითხრან, ვისთანაც დამცდენია რამე.

ცუხიშვილი: აი, მაგას ვამბობ, წინ ვის დახვედრია?

მირზა სუბელიანი: ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, აგერ „ომეგა ჯგუფისა“ და უჩას ჩანაწერების მსგავსად, არავის არაფერი არ დახვედრია. ერთადერთი ფაქტორი, ძმაო, რაც მაკავებდა, ეს სოზარის ფაქტორია, დღეს ეგ ფაქტორიც აღარ არსებობს. არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ მე მივალ და ამ კაცს ავუხსნი. ის თვითონ გულგატეხილია, ის ჩემზე მეტს ნერვიულობდა და ვეტყვი, რომ სოზარ, შენ ნუ გეწყინება, ძმაო, ჩვენი გზები გაიყრება. მე რასაც გავაკეთებ, მე ვიცი. დაირღვევა პირობა? მე ვიცი, შევხედავ, ძმაო, გვერდში ვჭირდები? გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ. სამი ოთხი თვე მოვამზადებ და .. ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ. რაღაცას გავუკეთებ. ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა და მაგასთან შეკვრა არ მინდა, ნამდვილად არ მხიბლავს მაგისი წინადადებები მე.

მირზა სუბელიანი: მე ვლაპარაკობ სისულელეებს? პარლამენტში რას გეუბნებიან, რატო ზისო?

ვიქტორ ჯაფარიძე: ეცოდები ვიღაცეებს.. შვილებს ვფიცავარ.


----

სუბელიანის, ჯაფარიძის და ცუხიშვილის მონაწილეობით რუსთავი 2-მა აუდიოჩანაწერი რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. მისი მიხედვით, მირზა სუბელიანს მთავრობის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და გახმაურებულ ამბებზე ფლობს ინფორმაციას. ამის შემდეგ კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, რომელიც, უწყების მტკიცებით, წინ უსწრებს რუსთავი 2-ის ჩანაწერს - აქ სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად მომავალში ტყუილს იტყვის.

უფრო დაწვრილებიღ რუსთავი 2-ისა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები