ტაილანდელი ბავშვები

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტაილანდის მღვიმეში გადარჩენილ ბავშვებს შეხვდა (VIDEO)

ტაილანდის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის გადარჩენილი ბავშვები და მათი მწვრთნელი აშშ-ში ჩავიდნენ და ელენ დე ჯენერისის პოპულარული შოუს სტუმრები იყვნენ

ტაილანდელებს ელენმა სიურპრიზი მოუწყო და ისინი მათ საყვარელ ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეახვედრა. 

"მეგონა რომ მე ვიყავი მამაცი. თუმცა ეს ბავშვები ჩემზე ბევრად მამაცები არიან. ეს საუკეთესო გუნდია მთელ მსოფლიოში",- აღნიშნა ფეხბურთელმა. 

ბავშვებმა და მათმა მწვრთნელმა რიგრიგობით ისაუბრეს მღვიმეში გატარებულ დღეებზე და მათ ემოციებზე. 

მწვრთნელის თქმით, არც უფიქრიათ, რომ მათ შესახებ მტელმა მსოფლიომ იცოდა და გულშემატკივრობდა, სანამ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. 

ტელეწამყვანმა სტუმრებს მისი გამოსახულებით მაისურებიც აჩუქა. მათ იბრაჰიმოვიჩთან და ელენთან სამახსოვო ფოტოც გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 12 ტაილანდელ ფეხბურთელს, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათ 25 წლის მწვრთნელს მღვიმეების კომპლექსში წყლის აწეული დონის გამო რამდენიმე კვირის მანძილზე მოუხდათ დარჩენა. ისინი მღვიმეში 23 ივნისს შევიდნენ, ხოლო მათი გამოყვანა მყვინთავებმა მხოლოდ 10 ივლისს შეძლეს

კომენტარები