ფარული აუდიოჩანაწერები

აბესაძე აუდიოჩანაწერზე: ეცდებიან დაგვაჯერონ, რომ სუბელიანს რაღაც ელანდებოდა ციხეში

ერთის მხრივ ფარულმა ჩანაწერებმა და მეორეს მხრივ საპარლამენტო უმრავლესობის თუ მინისტრების ძალიან ცინიკურმა განცხადებებმა, რომლებიც ცდილობენ თავიც მოიტყუონ და საზოგადოებაც მოატყუონ გამოააშკარავა ძალიან მძიმე რელობა, რომ ქვეყანაში მართლაც სახელმწიფო სტრუქტურებს მართავენ არაფორმალური პირები, რომლებიც დაუსჯელობის აბსოლუტური განცდით თავს უფლებას აძლევენ ბიზნესს გამოსძალონ ფული იძალადონ მოწმეებზე, გააყალბონ სისხლის სამართლის საქმის შედეგები, მათ შორის ისეთ მძიმე შემთხვევაზე როგორიც არასრულწლოვნების მკვლელობაა... ეცდებიან დაგვაჯერონ, რომ მირზა სუბელიანს რაღაც ელანდებოდა ციხეში, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ ჩანაწერებში არსებული ფაქტები მთლიანად ემთხვევა იმ მძიმე რეალობას, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეალობაში ვუყურებთ

 

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ირაკლი აბესაძე რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და მასში, ტელეკომპანიის ცნობით, მირზა სუბელიანი, ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, დათო ცუხიშვილი საუბრობენ.

კომენტარები