შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

IBSU-ს საკითხზე ავტორიზაციის საბჭო ხელახლა 30 დღის ვადაში იმსჯელებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა 30 დღის ვადაში განიხილავს. გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭომ დღეს მიიღო. 

საბჭოს წევრების თქმით, საქმეში გარკვეული ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომლებზეც ავტორიზაციის საბჭომ აუცილებლად უნდა იმსჯელოს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სააპელაციო საბჭოში ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტს სტუდენტთა ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. 

ავტორიზაციის საბჭომ მაშინ გადაწყვეტილების მიზეზად 715 ათას ლარიანი დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს უნივერსიტეტმა დავალიანება გადაიხადა. 

კომენტარები