ფარული აუდიოჩანაწერები

მთავარ პროკურატურაში ფარული აუდიოჩანწერების საქმეზე დავით ცუხიშვილი იკითხება

facebook.com/OfficialPOG

მთავარ პროკურატურაში ფარული აუდიოჩანწერების საქმეზე ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსი, გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელი, დავით ცუხიშვილი იკითხება.

საქმე 14 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანააწერს ეხება, რომელშიც ცუხიშვილი მირზა სუბელიანთან და ვიქტორ ჯაფარიძესთან საუბრობს. 

უწყების განმარტებით, გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ, რომლის განცხადების საფუძველზეც საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

ფარული ჩანაწერი, რომელშიც მირზა სუბელიანი ქართული ოცნების დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანთან და გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, დათო ცუხიშვილთან საუბრობს.

სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს და მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წარდგენილი, ამბობს, რომ წარსულში როგორც ენმ-ის, ისე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს მომხდარი შემთხვევების "მოგვარებაში" მონაწილეობდა. მისივე თქმით, დამადასტურებელი მასალა მას დოკუმენტირებული და დაარქივებული აქვს. 

საქმე ეხება ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხის ბუნტის, ასევე სერგო თეთრაძის საქმეს. სუბელიანი ახსენებს ვანოს საქმესაც, რომელშიც, დიდი ალბათობით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იგულისხმება.  

ასევე, მიუთითებს მეთოდებზე, რომლითაც გახმაურებული საქმეები იხსნებოდა - მისი თქმით, ის მოწმეების გატაცებასა და ცემაში მონაწილეობდა. 

ის ასევე საუბრობს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საქმეების მოგვარებაზე და იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდებოდა ეს.

ასევე, სუბელიანი ამბობს, რომ "2 ჩანაწერი და ქართული ოცნება აღარ იქნება". 

ის ჩანაწერებში ასევე ამბობს, რომ რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა და ის ციხეში 1 წლით ჩაჯდომაზე დათანხმდა, თუმცა ახლა მათი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. საუბრობს იმ პირობებზეც, რომლითაც ციხეში ჩაჯდომას დათანხმდა. მისი თქმით ერთი წელი პატიმრობაში იქნება, ხოლო ერთ წელს პირობით მსჯავრს მოიხდის.

ჩანაწერებზე პროკურატურამაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაზე "გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით". 

კომენტარები