დღეს, 15 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე ფარნავაზის გამზირის, ნოზაძის გამზირის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, ანა კალანდაძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას II კვარტლის და ხვიჩიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, კაჭარავას, წერნაკის, ჰოლბრუკის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერიშვილის ხევის და ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, III, X მიკრორაიონების, შუამთის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავის და ხიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობივ) და გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





