არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ამბობენ, რომ ქართული არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ ლავროვს ქართულად რომ ველაპარაკე

ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი და ჩემი შვილების ქართული უშეცდომოა, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ

პირველი არხის ცნობით, ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები