ალეკ ბოლდუინი

ალეკ ბოლდუინი: ტრამპის როლის შესრულების შემდეგ, შავკანიან ადამიანებს ვუყვარვარ

Saturday Night Live

მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა The Hollywood Reporter-თან მის მიერ დონალ ტრამპის როლის შესრულების შესახებ ისაუბრა.

ალეკ ბოლდუინი დონალდ ტრამპის როლს Saturday Night Live-ში ასრულებს.

"არ ვიცი როგორ ვთქვა, არ მინდა არასწორად გაიგოს ხალხმა, მაგრამ მას შემდეგ რაც ტრამპის როლის შევასრულე, შავკანიან ადამიანებს ვუყვარვარ. მათ ვუყვარვარ, ყველგან სადაც მივდივარ შავკანიანი ადამიანები გიჟდებიან ჩემზე. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ მათ უმეტესად ტრამპის ეშინიათ. არ ვაპირებ ყველა აფრო-ამერიკელზე ერთანირად საუბარს, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ფიქრობ, რომ რაღაცები მათთვის შეიძლება ცუდი იყოს", - თქვა ალეკ ბოლდუინმა.

კომენტარები