ერთა ლიგა

საქართველოს ნაკრები ანდორასთან მატჩისთვის ემზადება (VIDEO)

GFF.GE

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.  ქართველმა ფეხბურთელებმა დღის პირველ ნახევარში სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს. დღესვე ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორმხრივი თამაში გამართა. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება. საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, თბილისში 11 ოქტომბერს ჩამოვა. ანდორელები დედაქალაქში ერთადერთ ვარჯიშს 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი);

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

საქართველოს ნაკრები მესამე ტურის მატჩს ანდორასთან თბილისში, დინამო არენაზე 13 ოქტომბერს, 20:00 საათზე გამართავს.

16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ანდორა 2 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ლატვიისა და ყაზახეთის ნაკრებებს თითო ქულა აქვთ და  მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებენ.

 

კომენტარები