კულტურული მემკვიდრეობა

სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს

მარიამ კიასაშვილი

სიღნაღის ისტორიული გალავანი დააზიანეს - ერთ-ერთ შესასვლელ თაღან ის ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს. 

ინიციატივა სიღნაღის ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნის. რეგინფოს ცნობით, სამუშაოების ჩატარება მერიამ დაუკვეთა. მერიის დავალებითვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ისტორიული გალავანი დაამახინჯეს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ზედამხედველობის ჯგუფი რესტავრატორთან ერთად უკვე გაეგმზავრა. ჯგუფი დასკვნასაც მოამზადებს.

სააგენტოს პრესსპიკერის ცნობით, ჯგუფი გამოიკვლევს, რამ გამოიწვია ამ უნებართვო სამუშაოების დაწყება. 

ბექა ბარამიძის თქმით, მომხდარი არის "გაუცნობიერებელი, უახრისხო და უნებართვო და შესაძლოა ვანდალიზმად შეფასდეს.

"თუ დაზიანების ხარისხი არის იმდენად სერიოზული, დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობა გამოიკვეთა, ქმედება ითვალისწინებს 15 ათას ლარიან ჯარიმას და შელესვამდე არსებული იერსახის დაბრუნებას. ვალდებულების შესრულების პროცესში ჩვენი სააგენტო იქნება ჩართული", - ამბობს ბექა ბარამიძე.


ფოტო: მარიამ კიასაშვილი

კომენტარები