არჩევნები 2018

ნათელაშვილი: ზურაბიშვილს ფანტელებივით ეყრება ხალხისგან აწაპნილი მილიონები

ერთადერთი იმედი ივანიშვილის რეჟიმისა რომ მოხდეს ჩემი ჩაბლოკვა 28 ოქტომბრის არჩევნებში, ტრადიციულად ფინანსური წნეხია კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და რა თქმა უნდა თოვლის ფანტელებივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები. მე დღეს, მაინც საცდელად, გავაგზავნე ყველა ბიზნეს-სეგმენტში, ბანკებში წერილი იმის შეხსენებით, რომ სწორედ მათი დაღუპულია საქართველო, მათი ყაჩაღური ფინანსების შედეგად მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხელისუფლებები, რომლებიც მათვე ძარცვავდნენ და სანამ ასე გააგრძელებენ, ჩვენი ქვეყნის ფეხზე და დგომა არ იქნება.

ლეოიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის პოზიცია, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის შესახებ.

კომენტარები