აშშ

ტრამპი: ივანკა გაეროში ელჩად დინამიტი იქნებოდა, მაგრამ ნეპოტიზმს დამაბრალებენ

დონალდ და ივანკა ტრამპები
Time

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ გაეროში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე მისი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი "დინამიტი" იქნებოდა, თუმცა ის რომ დანიშნოს ნეპოტიზმში დაადანაშაულებენ.

"მინდა გითხრათ, რომ ვიცი, ივანკა დინამიტი იქნებოდა. მაგრამ, ხომ იცით, ნეპოტიზმში დანაშაულებდნენ. ჩემი აზრით ივანკა შესანიშნავი იქნებოდა. ნოპოტიზმში დამადანაშაულებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მასზე უფრო კომპეტენტური მსოფლიოში არავინაა." უთხრა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ნიკი ჰეილის შემცველელად დინა პაუელს განიხილავს. პაუელი წარსულში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის პოსტს იკავებდა და ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა. მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

ივანკა ტრამპმა თავის მხრივ უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ის იქნება ნიკი ჰეილის შემცვლელი:

"ვიცი, რომ პრეზიდენტი შესაფერის შემცვლელს შეარჩევს, თუმცა ეს მე არ ვიქნები." დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

ივანკა ტრამპი ამჟამად ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველია

შეგახსენებთ, რომ წელიწადნახევრიანი სამსახურის შემდეგ ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

ტრამპის თქმით ჰეილი მას თანამდებობიდან წასვლის და საჯარო სამსახურისაგან დადვენების შესახებ 6 თვის წინ ესაუბრა. პრეზიდენტის თქმით ჰეილი მას შემცვლელის მოძებნაში დაეხმარება და ახალი ელჩის ვინაობა მომდევნო 2-3 კვირაში გახდება ცნობილი. ჰეილიმ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2020 წლის არჩევნებში კენჭის ყრას აპირებს:

"მე მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში და არა მის წინააღმდეგ",- აღნიშნა მან.

კომენტარები