პრეზიდენტობის კანდიდატი

ვაშაძე: I კლასიდანვე დაიწყოს პროგრამირების, ჰინდის, იაპონურის, ჩინურის, არაბულის სწავლება

ერთად გავაკეთოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტები და სკოლები იყოს ავტონომიურები და მარტო ჰქონდეთ ორიენტირი იმისა, რომ რითი უნდა მიიყვანონ მოსწავლე ეროვნულ გამოცდებამდე. გამოვიმუშაოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს მშობელს თავისი შვილი და ვაუჩერი მიიტანოს იმ სკოლაში რომელიც ლიდერი იქნება.

დაველაპარაკოთ ჩვენი მოკავშირეების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს, რომ ჩვენთან გაჩნდნენ სკოლებში, რომ პირველივე კლასიდან დაიწყოს სწავლება ჩვენთვის იშვიათი აღმოსავლური ენების, როგორიც არის იაპონური, ჩინური, ჰინდი, არაბული, რაც ბავშვისთვის სამუდამო დასაქმების გარანტია იქნება.

დავაწყებინოთ ბავშვს აუცილებლად პირველივე კლასიდან ყველაზე უნივერსსალური ენის შესწავლა - პროგრამირება, რომელიც ინტერნეტის, კომპიუტერის, ყველაფრის საფუძველია.ყველა ბიზნესი იქ გადადის დღეს. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ 21-ე საუკუნეში, ქართველი დარჩება მაჩანჩალად, ჩვენ არ გავუჩენივართ ღმერთს იმისათვის რომ ვიყოთ მაჩანჩალები. ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვიყავით და აუცილებლად ვიქნებით ისევ

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გორში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას.

კომენტარები