სააკაშვილი: TBC ბანკის დირექტორი აშკარად ფარცხალაძის სარდაფშია ნამყოფი

ხალხს შიშმა უნდა გადაუაროს, ვუყურებდი ახლა TBC ბანკის დირექტორის პრესკონფერენციას, ნუ, აშკარად ფარცხალაძის სარდაფშია ეს კაცი ნამყოფი და ბევრი ბიზნესმენია უკვე, როგორც ჩანს, იქ ნამყოფი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში TBC ბანკის გენერალური დირექტორის პრესკონფერენციას ეხმაურება. ვახტანგ ბუცხრიკიძემ დღეს თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები TBC ბანკთან დაკავშირებით წარმოადგენს სიცრუეს. მისი მტკიცებით, TBC ბანკმა 4 მილიონი ლარის გადარიცხვის ტრანზაქცია კანონის სრული დაცვით შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ზაზა ოქუაშვილის თქმით, ეს გადარიცხვა არასამუშაო საათებში, ახლადდარეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით მოხდა.

კომენტარები