ჟურნალისტიკა

ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ვიქტორია მარინოვა მოკლული იპოვეს

HO/AFP/Getty Images

ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ვიქტორია მარინოვა მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით 30 წლის ბულგარელი ჟურნალისტი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს შაბათს, ქალაქ რუსში. მისი ცხედარი პარკში იპოვეს. პოლიციის ცნობით, დაკარგულია მისი მობილური ტელეფონი, გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი. 

​მარინოვა ადგილობრივი ტელევიზიის TVN პროდიუსერი და წამყვანი იყო. მკვლელობის დროისთვის ის კორუფციულ სქემას იძიებდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკაშირის ფონდების თანხების არამიზნობრივ განკარგვას ეხებოდა. 

თუმცა, პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მკვლელობის მოტივს მის საქმიანობასთან დააკავშირებდა.

ევროპარლამენტის ანტიკორუფციული ჯგუფის წევრებმა ბულგარეთს საქმის სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდეს. 

"შოკირებულები ვართ გამომძებელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას საშინელი მკვლელობით ბულგარეთში. სასწრაფოდ მოვუწოდებთ სრულყოფილი და საფუძვლიანი გამოძიებისკენ. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ", - დაწერა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დესირმა

​მარინოვა მესამე ჟურნალისტია, რომელიც ევროკავშირში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაიღუპა - მალტელი ჟურნალისტი, დეპნე კარუანა გალიზია 2017 წლის ოქტომბერში მოკლეს - მას მანქანა აუფეთქეს, სლოვალი იან კუჩიაკი კი თებერვალში დაიღუპა

ბულგარეთი პრესის თავისუფლების რეიტინგით მსოფლიოში 111-ე ადგილზეა, ეს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 

"ევროპელი ჟურნალისტების ასოციაციის" ცნობით, მცირე რეგიონული ან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ხშირად არიან ადგილობრივი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების მხრიდან აშკარა მუქარის და ზეწოლის მსხვერპლები, რის გამოც ისინი თვით-ცენზურას მიმართავენ. 

ბულგარეთში ქალების მიმართ ძალადობაც ფართოდ არის გავრცელებული. აქ ათობით ქალი მოკლეს ყოფილი ქმრებმა ან შეყვარებულებმა. 

კომენტარები