სახიფათო სელფები

7 წლის განმავლობაში, სახიფათო სელფების გადაღების დროს 259 ადამიანი დაიღუპა

BBC.com

კვლევის მიხედვით, 2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით სახიფათო სელფების გადაღების დროს 259 ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის მედიცინის ნაციონალური ბიბლიოთეკის მკვლევარები ამბობენ, რომ აუცილებელია გამოიყოს ადგილები, სადაც სელფის გადაღება აკრძალული იქნება. მსგავსი ადგილები შესაძლოა იყოს მთის მწვერვალები, მაღალი შენობები და ტბები.

2018 წლის ივლისში, 19 წლის გევინ ციმერმანი ავსტრალიაში კლდიდან სელფის გადაღების დროს გადმოვარდა და დაიღუპა. ამავე წელს, ტომერ ფრანკფურტერი კალიფორნიის იოსემიტის ნაციონალურ პარკში 250 მეტრის სიმაღლიდან სელფის გადაღების დროს გადმოვარდა და ისიც დაიღუპა.

კვლევამ ანახა, რომ სელფის გადაღების დროს სიკვდილი ყველაზე გავრცელებული ინდოეთში, რუსეთში, პაკისტანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არის, დაღუპულთაგან 72.5% კი კაცია.

2011 წელს სელფის გადაღებით სამი ადამიანი დაიღუპა, 2016 წელს 98, 2017 წელს კი 93.

კომენტარები