განათლების სისტემა

NAEC-ს სოფო გორგაძე, მასწავლებელთა განვითარების ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს

განათლების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ბერიკა შუკაკიძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

რაც შეეხება ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მის ხელმძღვანელად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა, ხოლო რუსთაველის ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია იქნება.

საკადრო ცვლილებები განათლების მინისტრმა 10 სექტემბერს წარადგინა. მან თანამდებობებიდან გადააყენა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, მინისტრის მოადგილეები - ლია გიგაური და თემურ მურღულია. მიხეილ ბატიაშვილმა ეს გადაწყვეტილება "ახალი ენერგიის საჭიროებით" ახსნა.

--------------------------------------------

გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი სოფო გორგოძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის იყო განათლების კონსულტანტი სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკსა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში.

სოფო გორგოძე 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი. მას აქვს განათლების დოქტორის ხარისხი. 

რუსთაველის ფონდის ახალი ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია სწავლობდა მიუნჰენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, ბონის და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. მიღებული აქვს აშშ-ის კონგრესის სტიპენდია (ვაშინგტონი, ატლანტა)

ზვიად გაბისონიას აქვს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.  

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ახალი დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2006-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პროგრამებისა და მოგვიანებით ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად.

რაც შეეხება ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ახალ ხელმძღვანელს, მინისტრის ინფორმაციით, გიორგი ვაშაკიძეს აქვს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო კერძო/საჯარო ორგანიზაციებში. მისივე თქმით, მუშაობდა ექსპერტად გაეროს განვითარების პროგრამებში, იყო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საბჭოს წევრი.

კომენტარები