არჩევნები 2018

ცქიტიშვილი: არ მგონია, ზურაბიშვილს ეთნიკური შუღლის გაღვივების განწყობა ჰქონდეს

მე არ ვიცი კონკრეტულად ამ განცხადების კონტექსტი, სად იყო გაკეთებული და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით. არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს რამე განწყობა ჰქონდეს, რომ ეთნიკური შუღლი გააღვივოს ქვეყანაში, არა მგონია. მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზეა საუბარი და არა წართმევაზე

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინოწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრიას გააკეთა. ზურაბიშვილმა ადგილობრივებს უთხრა, რომ "ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა".

კომენტარები