არჩევნები 2018

ფოფხაძე: როცა ასე თუ ისე იქცევი, სალომე ზურაბიშვილის შეფასება მორალური ტესტია

სალომე ზურაბიშვილი ჩვენი ემიგრაციის ერთერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით და ღირსებით გამორჩეული ადამიანია. იგი იდგა როგორც ერთერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მე, მეამაყება, რომ იგი დღეს ჩემი კოლეგაა.

ერთადერთი, რაც მწყინს მისი საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში, არის ის, რომ ჩვენ დავკარგავთ ძალიან ღირსეულ კოლეგას პარლამენტში. ადამიანს, რომლის გადაწყვეტილებებს და შეფასებებს მე ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამ და ჩემთვის მისი აზრი სულერთი არასდროს იქნება. ერთგვარი მორალური ტესტია სალომე ზურაბიშვილი, როდესაც შენ ასე თუ ისე იქცევი, ის როგორ აფასებს შენს დამოკიდებულებას, რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან მაღალი მორალური სტანდარტი და მისი ეს სტანდარტი მოდის მისი შთამომავლობით, მისი აღზრდით, მისი პიროვნული ღირსებებით. 

ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე ასპინძაში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ისაუბრა.

კომენტარები