სილკნეტი

Silknet-ი სატელევიზიო პაკეტებს აძვირებს

ytimg.com

კომპანია სილქნეტმა სატელევიზიო პაკეტების გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილება 6 ქართული ტელეარხის რუსთავი 2-ის, იმედის, GDS-ის, მარაოს, მაესტროს და კომედი არხის მოთხოვნას უკავშირდება. ტელევიზიები მათი სიგნალის რეტრანსლირებისთვის დამატებით შემოსავალს ითხოვენ, რასაც სილკნეტი გასული წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავლიდან ფარავდა, თუმცა ახლა კომპანიამ ტარიფის 2 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გაზრდილი ტარიფი ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის სტატისტიკის მიხედვით, სილქნეტს ქვეყნის მასშტაბით 213,661 აბონენტი ჰყავს. ის მაგთიკომის შემდეგ, ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშეა. 

კომენტარები