ტაქსების ლიცენზირება

ამ დროისათვის, ტაქსის 9600-ზე მეტი ლიცენზია არის გაცემული

თეთრი ტაქსები
flickr.com

მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ტაქსით მომსახურების 9600-ზე მეტი ნებართვა არის გაცემული. ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის იუსტიციის სახლში გუშინ უპრეცედენტო რიგი იყო, ასობით კომპანიის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ცდილობა ე.წ. "მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი" ორგანიზაციების რეესტრში ჩაწერას, რასაც მათ ახალი კანონმდებლობა ავალდებულებს, რასაც ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა დიდი რაოდენობა დაემატა.

თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. ტაქსის ლიცენზიის აღება მოქალაქეებს მომავალშიც შეეძლებათ, თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ ყველა ლიცენზირებული ტაქსის მანქანა თეთრი ფერის იყოს. ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

კომენტარები