დღეს, 27 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ქერჩის, 26 მაისის (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, გობრონიძის, ავალიშვილის და მამკოდის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შიო მღვიმელის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, როდენის და თუმანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ილურიძის, ეკა ბეჟანიშვილის და რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ამაღლების, წავკისის, ოქროყანის, ავთანდილის, ბოლო აღმართის, დავითაშვილის, ლაღიძის, ცხემის, გრიბოედოვის, ძმები ზუბალაშვილების და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივი I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ბოხუას, ფეიქართა, ჭიაურელის, ჩაჩავას და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





