ძიუდო

ორი ქართველი ძიუდოისტი ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორი ფალავანი - ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა. ორივე ძიუდოისტი 90 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

ღვინიაშვილი გერმანელმა ედუარდ ტრიპელმა შეხვედრის მეორე წუთზე იპონით დაამარცხა. რაც შეეხება მარგიანს, მისთვის იაპონელი კენტა ნაგასავას ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს, რომელიც ამირან პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

მარგიანის ბრძოლა:

 

ღვინიაშვილის ბრძოლა:

 

კომენტარები