ხვალ, 24 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის და ბერიტაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, თოიძის, ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვლივიძის, ჩიქობავას, გრანელის, ხიმშიაშვილის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების, კოჯრის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





