პრეზიდენტობის კანდიდატი

ვაშაძე: ხალხს წაართვეს სიტყვა ოცნება, ამ სიტყვის გაგონებაც არ უნდა საქართველოს მოქალაქეს

ყველაფერი წაართვეს საქართველოს მოქალაქეს რისი წართმევაც შეიძლებოდა. წართმეულია სამუშაო ადგილები. წართმეულია პერსპექტივა, წართმეულია ნორმალური ჯანდაცვა. წართმეულია ინფრასტრუქტურული პროექტები. ქუთაისს წაართვეს პარლამენტი. ბათუმს წაართვეს უნივერსიტეტი. ქართველ ხალხს წაართვეს სიტყვა ოცნება იმიტომ, რომ ამ სიტყვის გაგონება არ უნდა საქართველოს მოქალაქეს. ქართული ოცნების მესვეურნი ციხე-სიმაგრეებში რომ არ იყვნენ ჩაკეტილნი და ხალხში დადიოდნენ, გაიგებდნენ რას ლაპარაკობს ხალხი. ჩვენი ქვეყნის მომავალი რა არის? ეს არის მყარი განვითარება, ეს არის ცოდნის ეკონომიკა, ეს არის საქართველო თავისუფალი ნარკოტიკებისგან. ყველაფერს გააკეთებს გაერთიანებული ოპოზიცია, რომ ამ მიზნებს მიაღწიოს და საქართველოს, ქართველი ერის განადგურება არ დაუშვას ნარკოტიკებით, ნარკოტიკების კულტივაციით, როგორც ეს აქვთ დაგეგმილი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას.   

"ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს აჭარაში მართავს.

კომენტარები