სუმო

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშო მოგებით დაასრულა

სექტემბრის ბაშოს დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ფალავანმა ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ ოძეკი ტაკაიასუ ოვურიდაშის ილეთით იოლად დაამარცხა.

ამგვარად, ტოჩინოშინმა ბაშო 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. ქართველმა მიზანს მიაღწია და ოძეკის ტიტული შეინარჩუნა. გორგაძეს მორიგი ბაშო ნოემბერში ელის.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრის ბაშოს გამარჯვებული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა. მან ტურნირზე დაუმარცხებლად იასპარეზა. დღეს, ჰაკუჰომ თავის თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუს სძლია.

კომენტარები