​საკულტო სერიალი FRIENDS ეკრანებზე პირველად 24 წლის წინ, 22 სექტემბერს გამოჩნდა

ფიბი, რეიჩელი, მონიკა, ჯოუი, ჩენდლერი და როსი - ყველას, ვისაც Friends უნახავს, ეს პერსონაჟებიც ძალიან უყვარს. ისინი ეკრანზე პირველად ზუსტად 24 წლის წინ, 22 სექტემბერს გამოჩნდნენ. სწორედ ამ დღეს შედგა საკულტო სერიალის პრემიერა NBC-ზე

1994 წელს Friends-ის პირველ ეპიზოდს 21,5 მილიონმა ადამიანმა უყურა. 10 სეზონის და 236 სერიის შემდეგ მათი რიცხვი გაცილებით მეტი გახდა. 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 14 წელია, სერიალი დასრულდა, მას დღემდე ათობით მილიონი ადამიანი უყურებს. დიდ ბრიტანეთში ის კვლავ პირველ ადგილზეა სატელევიზიო შოუების რეიტინგში.

სერიალი ნიუ იორკში მცხოვრები 6 მეგობრის შესახებ არის. მთავარ როლემს ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეთ ლე ბლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი ასრულებენ. სერიალში ეპიზოდური როლები ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებსაც შეუსრულებიათ, მათ შორის არიან ჯულია რობერტსი, შონ პენი, ბრიუს უილისი, უაინონა რაიდერი და სხვები. 

სერიალი მარტა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა შექმნეს. ის კინო-კომპანია ვორნერ ბრაზერსმა გადაიღო.

Friends 62-ჯერ იყო ნომინირებული ემიზე, მიიღო - 6. ასევე, მოიგო ამერიკის კომედიის ჯილდო, ერთი GLAAD-ის ჯილდო, ერთი ოქროს გლობუსი, 3 - Logie-ის ჯილოდო, 6-ჯერ გახდა ხალხის რჩეული - People's Choice Awards, აქვს ერთი - Satellite-ის და ერთიც მსახიობთა გილდიის ჯილდო. 

კომენტარები